პროსტატა გამადიდებელი შუშის ქვეშ



    1.შარდის ბუშტი 2.შარდსაწვეთები 3.შარდსადენი 4.პროსტატა (პროსტატის ჯირკვალი)

    Prostate - what it is and where it is

    პროსტატა - რა არის და სად მდებარეობს. პროსტატა, იგივე პროსტატის ჯირკვალი, წარმოადგენს მამაკაცის გამრავლების სისტემის ნაწილს. ის პასუხისმგებელია გარკვეული ნივთიერების წარმოქმნაზე, რომელიც სპერმის ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტია.

    Transparent_background

    Function of the prostate

    პროსტატა მონაწილეობს სპერმის წარმოქმნაში (სპერმის დაახლ.15-30% პროსტატაზე მოდის). სპერმული სითხე იცავს და კვებავს სპერმის უჯრედებს. ტესტოსტერონი –სათესლეების მიერ წარმოქმნილი ჰორმონი – ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს პროსტატის ფუნქციის რეგულაციაში.

    Postatic-growth

    დაბადებისას პროსტატა სულ რამდენიმე გრამს იწონის. პროსტატის ფიზიოლოგიური ზრდა იწყება სქესობრივი მომწიფებისას და 20 წლისთვის აღწევს ზრდასრულ ზომას და წონას. ჯანმრთელ მამაკაცში პროსტატა იწონის დაახლ. 11 გრ-ს და ზომით და ფორმით წააგავს წაბლს.

    ზრდის მეორე პერიოდი იწყება 30-35 წლის ასაკში. ჯერჯერობით ბოლომდე არ არის ცნობილი რა „აიძულებს“ პროსტატას ზრდას. ამჟამად მიღებული თეორიებით სასქესო ჰორმონები, ანდროგენები და ესტროგენები, წამყვან როლს თამაშობენ პროსტატის ზრდაში.

    Normal prostate

    Enlarged prostate

    ნორმალური პროსტატა

    გადიდებული პროსტატა

    პროსტატის პათოლოგიები



    Benign prostatic hyperplasia

    პროსტატის არა-ავთვისებიანი გადიდება შედეგია პროსტატის ზედმეტი ზრდისა და ხასიათდება ქვედა საშარდე სისტემის შემაწუხებელი სიმპტომებით, აუარესებს ცხოვრების ხარისხს, როგორც დღის განმავლობაში, ისე - ღამით.

    Bacterial and non-bacterial prostatitis

    პროსტატიტი პროსტატის (პროსტატის ჯირკვლის) ანთებითი პროცესია.

    ძირითადი სიმპტომებია:

    • საზარდულში სხვადასხვა ადგილას, გენიტალიებში ან ზურგის ქვედა ნაწილში აღმოცენებული ტკივილი, რომელმაც შესაძლოა ეაკულაცია, ნაწლავთა მოქმედება ან დაჯდომაც კი გახადოს მტკივნეული;
    • მოშარდვის ხშირი სურვილი;
    • შარდის სუსტი ნაკადი და შარდვისას გაჭინთვა;
    • მტკივნეული შარდვა, ან ტკივილის მატება შარდვისას.

    Prostate-cancer

    პროსტატის კიბო მამაკაცებში ერთ-ერთი ყველაზე ხშირი სიმსივნეა და სიმსივნით გამოწვეულ სიკვდილობაში მესამე ადგილს იკავებს (ფილტვის და კუჭის კიბოს შემდეგ). ამ დაავადების გავრცელება იზრდება ასაკთან ერთად. პროსტატის კიბო კლინიკური განვითარების ადრეულ, უსიმპტომო ეტაპზე აღმოჩენის შემთხვევაში უმეტესად სრული განკურნებით მთავრდება.

    ამ დაავადების განვითარების რისკ-ფაქტორებია:

    • ასაკი;
    • გენეტიკა;
    • ეთნიკური წარმომავლობა (უფრო ხშირია შავკანიანებში).

    ვლინდება შემდეგი სიმპტომებით:

    • მოშარდვის ხშირი სურვილი, განსაკუთრებით ღამით;
    • მოშარდვის დაწყების, ან შარდის შეკავების გაძნელება;
    • შარდის სუსტი ან წყვეტილი ნაკადი;
    • წვა ან ტკივილი შარდვის დროს;
    • ერექციის ფუნქციის დარღვევა;
    • მტკივნეული ეაკულაცია;
    • სისხლი შარდში ან სპერმაში;
    • ხშირი ტკივილი ან დაჭიმულობა ზურგის ქვედა ნაწილში, მენჯსა და ბარძაყების ზედა მესამედში;
    • მადის და წონის დაკარგვა.

    პროსტატის კიბო განვითარების ადრეულ ეტაპზე არ იწვევს არანაირ ჩივილს და ასიმპტომურია. ვინაიდან პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის ან პროსტატიტის სიმპტომები შეიძლება პროსტატის კიბოსაც ახლდეს, ნებისმიერი მათგანის გამოჩენისას რეკომენდებულია გულდასმით გამოკვლევა გამომწვევი მიზეზის დასადგენად.

    ადრეული სწორი დიაგნოზი მეტად მნიშვნელოვანია!

    50 წლის ასაკის შემდეგ საჭიროა უროლოგთან რეგულარული ვიზიტი (წელიწადში ერთხელ მაინც) და საკონტროლო გამოკვლევების ჩატარება.

    პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია



    Benign prostatic hyperplasia

    BPH (პკჰ) – პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია ანუ პროსტატის არა-ავთვისებიანი გადიდება ყველაზე ხშირი უროგენიტალური პათოლოგიაა 50 წელს გადაცილებულ მამაკაცებში.

    BPH (პკჰ) – პროსტატის გადიდებას ახასიათებს სხვადასხვა შემაწუხებელი ჩივილები, რომლებსაც ერთიანობაში უწოდებენ ქვედა საშარდე სისტემის სიმპტომებს (LUTS) (იხილეთ (პკჰ)-ის სიმპტომებში). გადიდებული პროსტატა ავიწროებს შარდსადენს (რომლის მეშვეობითაც შარდის ბუშტიდან გამოიყოფა შარდი), იწვევს შარდის გამოყოფის პრობლემებს, რამაც, წლებთან ერთად, შესაძლოა მოგვცეს შარდის ბუშტის და თირკმელების არასასურველი ანატომიური და ფუნქციური ცვლილებები (როგორიცაა მაგ. შარდის ბუშტის ობსტრუქცია).

    Normal prostate

    Enlarged prostate

    ნორმალური პროსტატა

    გადიდებული პროსტატა

    Causes of benign prostatic hyperplasia

    • ასაკი – რაც უფრო ასაკოვანია მამაკაცი, მით მეტია პკჰ-ის განვითარების რისკი;
    • ჰორმონები – პროსტატა არის მამაკაცის სასქესო ჰორმონ ტესტოსტერონზე დამოკიდებული ჯირკვალი, რომლის 95% წარმოიქმნება სათესლეებში და ასევე, ქალურ ჰორმონ-ესტროგენებზეც, რომლებიც ტესტოსტერონის მეტაბოლიზმის შედეგად მცირე რაოდენობით წარმოიქმნება სათესლეებსა და ცხიმოვან ქსოვილში.

    Symptoms of benign prostatic hyperplasia

    • დღის განმავლობაში გახშირებული შარდვა;
    • ღამით რამდენჯერმე მოშარდვის მოთხოვნილება;
    • შარდის ბუშტის არასრული დაცლის შეგრძნება;
    • მოშარდვის გაცხოველებური სურვილი შარდის ბუშტში მცირე რაოდენობით შარდის არსებობისასაც კი;
    • შარდვისას წვის ან მწვავე ტკივილის შეგრძნება (დიზურია);
    • მოშარდვის დაწყების გაძნელება;
    • სუსტი ნაკადი და შარდვის გაზრდილი დრო;
    • მოშარდვის ბოლოს წვეთ-წვეთად გამოყოფა;
    • შარდის შეუკავებლობა.

    ასევე შესაძლოა გამოვლინდეს სქესობრივი ცხოვრების დარღვევებიც.

    Diagnosis of benign prostatic hyperplasia

    დიაგნოზის დასმა იწყება უროლოგთან საკონტროლო ვიზიტით, რომელიც პაციენტს უსვამს კითხვებს ქვედა საშარდე სისტემის სიმპტომებთან და ჩივილებთან დაკავშირებით, მისი სქესობრივი ცხოვრებისა და შესაძლო ერექციის დისფუნქციის ჩათვლით.

    ქვედა საშარდე სისტემის სიმპტომების სიმძიმის შესაფასებლად გამოიყენება IPSS შკალა (პროსტატის სიმპტომების შესაფასებელი საერთაშორისო შკალა) ეს კითხვარი მოიცავს 8 პუნქტს, 7 კითხვაა სიმპტომების შესახებ, ხოლო ერთი - ცხოვრების ხარისხთან დაკავშირებით. ყოველ კითხვას მინიჭებული აქვს ქულა და საბოლოო შედეგით დგინდება პათოლოგიის სიმძიმე. ამასთან ერთად, კითხვაზე ცხოვრების ხარისხის შესახებ პასუხი საშუალებას აძლევს ექიმს განსაზღვროს რამდენად შემაწუხებელია პაციენტისთვის მისი პრობლემები და რამდენად არღვევს მის სამსახურებრივ, ოჯახურ თუ სოციალურ ცხოვრებას. 0-დან 7-მდე ქულის მიღება მიუთითებს მსუბუქ სიმპტომებზე, 8-19 ქულა - საშუალოზე, ხოლო 20-35 - მძიმე მიმდინარეობაზე. მიღებული ქულები დაახლოებითია. ექიმს უნდა ვთხოვოთ, მოახდინოს შედეგების ინტერპრეტაცია და მიიღოს გადაწყვეტილება მკურნალობასთან მიმართებაში. ცხრილის შესავსებად მონიშნეთ რიცხვი მითითებულ სვეტში, კონკრეტულ კითხვაზე პასუხის შესაბამისად, მაგ. ბოლო ერთი თვის განმავლობაში მოშარდვის შემდეგ რამდენად ხშირად გეუფლებათ შარდის ბუშტის არასრული დაცლის შეგრძნება? თუ თქვენი პასუხია: თითქმის ყოველთვის, მაშინ დააჭირეთ ციფრ 5-ს კითხვის გასწვრივ ხაზში. მიყევით კითხვარს და მონიშნეთ შემდგომი რიცხვები კითხვებზე პასუხების შესაბამისად. ყველა კითხვაზე პასუხის გაცემის შედეგად მიღებული ქულები დაჯამდება და მაჩვენებელი გამოტანილი იქნება ცხრილის ბოლოს სვეტში.

    შეაფასეთ სიმპტომების სიმძიმის ხარისხი (დააჭირეთ რიცხვებს ცხრილის შესავსებად)

    პროსტატის სიმპტომების საერთაშორისო შკალა (IPSS)

    თითოეულ კითხვაზე მონიშნეთ მხოლოდ ერთი პასუხი
    1. 1. ბოლო ერთი თვის განმავლობაში, მოშარდვის შემდეგ რამდენჯერ გაგიჩნდათ არასრული დაცლის შეგრძნება?
    2. 2. ბოლო ერთი თვის მანძილზე, ბოლო მოშარდვიდან 2 საათზე ნაკლები დროის გასვლის შემდეგ რამდენად ხშირად გაგიჩნდათ მოშარდვის გაცხოველებული სურვილი?
    3. 3. ბოლო ერთი თვის განმავლობაში, რამდენჯერ დააფიქსირეთ, რომ მოშარდვისას რამდენჯერმე შეწყვიტეთ და ხელახლა დაიწყეთ შარდვა?
    4. 4. ბოლო ერთ თვის განმავლობაში, რამდენჯერ გაგიჩნდათ მოშარდვის გაცხოველებული სურვილი და ამასთან გაგიჭირდათ მოშარდვის დაწყება?
    5. 5.ბოლო ერთი თვის მანძილზე, რამდენჯერ დააფიქსირეთ შარდის სუსტი ნაკადი?
    6. 6. ბოლო ერთი თვის განმავლობაში, რამდენჯერ დაგჭირდათ ზეწოლა ან გაჭინთვა მოშარდვის დასაწყებად?
    7. 7. ბოლო ერთი თვის მანძილზე, საერთო ჯამში რამდენჯერ გიწევთ ღამე მოსაშარდად ადგომა?

    ქულათა ჯამი = 0

    ქულათა ჯამი:


    0 - 7 მსუბუქი;
    8 – 19 საშუალო
    20 – 35 მძიმე.

    შარდვის პრობლემებით
    გამოწვეული ცხოვრების ხარისხი

      8. 

    • როგორ აღწერდით თქვენს განცდებს თუ დარჩენილი ცხოვრების გატარება საშარდე სისტემის ამჟამინდელი მდგომარეობით მოგიწევდათ?


    არასოდეს 5-დან ერთზე ნაკლები ნახევარზე ნაკლები ნახევარი ნახევარზე მეტი თითქმის ყოველთვის ქულა
    1. ბოლო ერთი თვის განმავლობაში, მოშარდვის შემდეგ რამდენჯერ გაგიჩნდათ არასრული დაცლის შეგრძნება? 0 1 2 3 4 5 0
    2. ბოლო ერთი თვის მანძილზე, ბოლო მოშარდვიდან 2 საათზე ნაკლები დროის გასვლის შემდეგ რამდენად ხშირად გაგიჩნდათ მოშარდვის გაცხოველებული სურვილი? 0 1 2 3 4 5 0
    3. ბოლო ერთი თვის განმავლობაში, რამდენჯერ დააფიქსირეთ, რომ მოშარდვისას რამდენჯერმე შეწყვიტეთ და ხელახლა დაიწყეთ შარდვა? 0 1 2 3 4 5 0
    4. ბოლო ერთ თვის განმავლობაში, რამდენჯერ გაგიჩნდათ მოშარდვის გაცხოველებული სურვილი და ამასთან გაგიჭირდათ მოშარდვის დაწყება? 0 1 2 3 4 5 0
    5. ბოლო ერთი თვის მანძილზე, რამდენჯერ დააფიქსირეთ შარდის სუსტი ნაკადი? 0 1 2 3 4 5 0
    6. ბოლო ერთი თვის განმავლობაში, რამდენჯერ დაგჭირდათ ზეწოლა ან გაჭინთვა მოშარდვის დასაწყებად? 0 1 2 3 4 5 0
    არასოდეს ერთხელ ორჯერ სამჯერ ოთჯერ ხუთჯერ ან მეტჯერ
    7. ბოლო ერთი თვის მანძილზე, საერთო ჯამში რამდენჯერ გიწევთ ღამე მოსაშარდად ადგომა? 0 1 2 3 4 5 0
    ქულათა ჯამი = 0

    ქულათა ჯამი:



    0 - 7 მსუბუქი;
    8 – 19 საშუალო;
    20 – 35 მძიმე.
    მიმართეთ ექიმს
    შარდვის პრობლემებით გამოწვეული ცხოვრების ხარისხი აღფრთოვანებული ნასიამოვნები უფრო კმაყოფილი შერეული უფრო უკმაყოფილო უბედური საშინელი
    როგორ აღწერდით თქვენს განცდებს თუ დარჩენილი ცხოვრების გატარება საშარდე სისტემის ამჟამინდელი მდგომარეობით მოგიწევდათ? 0 1 2 3 4 5 6 0

    Basic-Examinations

    BPH-ის მკურნალობაში გამოიყენება შემდეგი მეთოდები:

    კონსერვატიული მკურნალობა

    ფარმაკოლოგიური მკურნალობა

    • 5 α-რედუქტაზას ინჰიბიტორები – აინჰიბირებს პროსტატის შემდგომ გადიდებას ან ამცირებს კიდეც არსებულ ზომას, მკურნალობის გაგრძელება რეკომენდებულია მრავალი თვის ან წლის განმავლობაშიც კი;
    • α 1-ადრენერგული რეცეპტორის ბლოკერები – გლუვი კუნთის ტონუსის შემცირების გზით ამცირებენ ურეთრას გაღიზიანებით გამოწვეულ სიმპტომებს;
    • მცენარეული საშუალებები – ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება, შეშუპების შემცირება და ანტი-ანდროგენული ეფექტი.

    ქირურგიული მკურნალობა

    ექიმის მიერ რეკომენდებულ პკჰ-ის მკურნალობასთან ერთად ყურადსაღებია გარკვეული პრინციპები, რომლებიც ზრდის მკურნალობის უსაფრთხოებასა და ეფექტიანობას:

    • მიიღეთ ზუსტი ინფორმაცია კონკრეტული პრეპარატის დოზასთან დაკავშირებით ან, თუ პროდუქტის შეძენა ხდება აფთიაქში ექიმის დანიშნულების გარეშე, მიიღეთ მედიკამენტი ზუსტად შეფუთვაში არსებული ინსტრუქციის მიხედვით;
    • სიმპტომების გაუმჯობესების ან ჩივილების გაქრობის მიუხედავად არ შეწყვიტოთ მკურნალობა; პრეპარატის მოხსნა ხდება მხოლოდ ექიმის მითითებით ან ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატის შემთხვევაში, შეფუთვაში არსებული საინფორმაციო ფურცლის საფუძველზე.

    პროსტამოლ ® უნო გამოიყენება ზრდასრულ მამაკაცებში პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის I და II სტადიის დროს (ალკენის მიხედვით) პროსტამოლ ® უნო შეიცავს ჯუჯა პალმის რბილი ნაყოფის ექსტრაქტს, იგივე Serenoa repens (Bartram) Small fructus, მისი ეფექტურობა დამტკიცებულია პროსტატის ჰიპერპლაზიასთან დაკავშირებული ისეთი სიმპტომების შემცირებაში,

    როგორიცაა:  

    • ხშირი შარდვა;
    • მოშარდვის გაცხოველებული სურვილი;
    • შარდის სუსტი ნაკადი.

    ჯუჯა პალმის (Serenoa repens) ნაყოფის ექსტრაქტს აქვს ანტიპროლიფერაციული, ანტიანდროგენული, ანთებისსაწინააღმდეგო და შეშუპებისსაწინააღმდეგო ეფექტები და მოქმედებს სელექციურად მხოლოდ პროსტატის ჯირკვალზე. პრეპარატი არ ახდენს გავლენას პლაზმაში სასქესო ჰორმონების დონეზე, პოტენციასა და ლიბიდოზე და არ ცვლის პლაზმაში პროსტატსპეციფიური ანტიგენის დონეს.

    მამაჩემი 50 წლისაა



    თუ მამათქვენიც უკვე 50 წლისაა, მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია ძალიან ხშირი დაავადებაა ამ ასაკის მამაკაცებში.

    პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია დაავადებაა, რომელიც ხშირად იწვევს ცხოვრების ხარისხის გაუარესებას, სოციალური და სამსახურებრივი საქმიანობისგან მოწყვეტას. ის დიდ პრობლემებს ქმნის ჰიპერპლაზიის დროს მამაკაცები ხშირად დადიან ტუალეტში, თავს არიდებენ ხანგრძლივ შეხვედრებს საჯარო ადგილებში, მოგზაურობას, ბევრი სითხის მიღებას, იცვლიან ყოველდღიურ ჩვევებს, ჰობის და ა.შ. ამიტომ, თქვენი როლი ძალიან მნიშვნელოვანია იმაში, რომ უბიძგოთ მამას მიმართოს უროლოგს პროსტატის შესამოწმებლად!

    რით შეგიძლიათ დაეხმაროთ?

    • გაეცანით ამ საიტზე პროსტატასა და მის პათოლოგიებზე მოყვანილ ინფორმაციას, რაც დაგეხმარებათ არგუმენტების მოძიებაში, რათა დაარწმუნოთ მამა, მიმართოს უროლოგს;
    • შეგიძლიათ მამისთვის განსაკუთრებული საჭმელი მოამზადოთ, თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ არ შეიცავდეს ჭარბ ცხიმს (მჭლე ხორცი, ფრინველი ან ფილე, თევზი და ზღვის პროდუქტები, სოიო), არ იყოს შემწვარი, იყოს ნაკლებმარილიანი და, რაც შეიძლება, ბევრი ბოსტნეულის შემცველი;
    • ასევე შეგიძლიათ წაახალისოთ მამა, რომ წამოვიდეს თქვენთან ერთად საცურაო აუზზე, ტყეში, სასეირნოდ - ასევე რეკომენდებულია ზომიერი ფიზიკური დატვირთვა.

    თუ ხართ მამაკაცი, და თქვენს მამას ან ძმას ჰქონდა პროსტატის კიბო , თქვენ განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მოეპყრათ პროფილაქტიკურ სამედიცინო შემოწმებას.

    ჩემი მეუღლე 50 წლისაა...



    თუ თქვენი პარტნიორი 50 წლისაა, მაშინ დროა მიმართოს უროლოგს შესამოწმებლად, ვინაიდან პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია ამ ასაკის მამაკაცებში შარდსასქესო სისტემის ყველაზე ხშირი დაავადებაა, რომელსაც შარდის ბუშტის მხრივ მომაბეზრებელი სიმპტომები ახლავს თან.

    თუ შეამჩნევთ რომ თქვენი პარტნიორი:

    • დღის განმავლობაში ხშირად დადის ტუალეტში;
    • რამდენჯერმე დგება ღამით მოსაშარდად.

    ეს სიმპტომები შეიძლება პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიით იყოს გამოწვეული. ზემოთ აღწერილი სიმპტომების გარდა, რაც შესაძლოა პკჰ-ზე მიუთითებდეს, თქვენს პარტნიორს შეიძლება ჰქონდეს სხვა პრობლემებიც, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მისი ცხოვრების ხარისხზე:

    • შარდის გამოყოფის დარღვევასთან ასოცირებული სიმპტომები, რაც უარყოფითად მოქმედებს ცხოვრების ხარისხზე;
    • მსგავსი დაავადების მქონე მამაკაცები ხშირად თავს ანებებენ სოციალურ და სამსახურეობრივ საქმიანობას;
    • დაავადება ასევე იწვევს სექსუალური ცხოვრების დარღვევას, რაც განაპირობებს დაბალ თვითშეფასებას და თავდაჯერებულობის დაქვეითებას.

    რატომაა თქვენი მხარდაჭერა მნიშვნელოვანი!

    რით შეგიძლიათ დახმარება?

    თქვენი როლი უსაზღვროა!
    პარტნიორმა შეიძლება დაარწმუნოს მამაკაცი, მიმართოს უროლოგს, ან გაჰყვეს მას ამ ვიზიტზე.

    - გააკონტროლეთ გამოკვლევა
    გააკონტროლეთ, რომ თქვენმა პარტნიორმა ჩაიტაროს ყველა ის ტესტი და გამოკვლევა, რაც უროლოგმა ურჩია.

    - პათოლოგიური ცვლილებები
    დააკვირდით თქვენს პარტნიორს, და თუ რამე შემაშფოთებელ სიმპტომს შეამჩნევთ (მაგ. შარდვის გახშირება დღის ან ღამის მანძილზე), დაარწმუნეთ, მიმართოს უროლოგს.

    - თერაპიის უწყვეტობა
    უზრუნველყავით თქვენი პარტნიორის მიერ მედიკამენტების ექიმის დანიშნულებისამებრ მიღება უწყვეტად.

    - ცოდნა
    დაიმახსოვრეთ, რომ პკჰ-ს შესახებ თქვენი ცოდნა მნიშვნელოვანი არგუმენტია თქვენი პარტნიორის დასარწმუნებლად, რომ მიმართოს უროლოგს .

    - ფსიქოლოგიური მხარდაჭერა
    თქვენი პარტნიორი საჭიროებს ძლიერ მხარდაჭერას შფოთვის, შიშის და დეპრესიის შესამცირებლად. აგრძნობინეთ მას, რომ შეუძლია დაგეყრდნოთ, იყავით გულისხმიერი და უთანაგრძნეთ მას. ამის შედეგად თქვენი პარტნიორი მეტად იქნება მოტივირებული, ებრძოლოს დაავადებას, რაც მეტ თავდაჯერებას შემატებს. ყველაზე ახლობელი და ძვირფასი ადამიანის მხარდაჭერა უზრუნველყოფს უსაფრთხოების შეგრძნებას.

    - დიეტა და ფიზიკური აქტივობა
    ყურადღება მიაქციეთ მის კვებას: შეგიძლიათ ერთად მოამზადოთ დაბალცხიმიანი საკვები და დაკავდეთ ფიზიკური ფიტნესით. აირჩიეთ ისეთი სპორტი, რომელიც ორივეს მოგწონთ და შეგიძლიათ ერთად დაკავდეთ ამ სახეობით.

    თქვენი პარტნიორის დიეტა

    პროდუქტები, რომლებიც უნდა გახსოვდეთ საკვების მომზადებისას:

    • მთლიანი მარცვლეული: ყავისფერი ბრინჯი, ფეტვი, ქერი, წიწიბურა, სიმინდის ღეროები, შვრია და დაღერღილი პროდუქტები;
    • C, E ვიტამინებით და ბეტა-კაროტინით მდიდარი პროდუქტები: ბროკოლი, კომბოსტო, სტაფილო, გოგრა, ოხრახუშის ფოთლები, ნიახური, ალფალფას ყლორტები;
    • სელენით მდიდარი პროდუქტები: მარცვლეული, თხილი, სეზამი;
    • თუთიით მდიდარი პროდუქტები: გოგრა და მზესუმზირა, მარცვლეული პროდუქტები, სოკო (ძირითადად, ხის სოკო);
    • თევზი;
    • პარკოსნები;
    • სოიოს ფერმენტირებული პროდუქტები (ტემპე, ტოფუ).

    ამასთან ერთად, უნდა გამოიყენოთ ზეთოვანი თესლების დაახლოებით ერთი ჩაის კოვზი (მზესუმზირის ან გოგრის თესლი). რეკომენდებული სასმელებია: მინერალური წყალი (დაბალი მინერალური შემცველობით), დაუტკბობელი მცენარეული და ხილის ჩაი, ბანჩას და კუკიჩას ჩაი (ტეინის არშემცველობით), ბოსტნეულის განზავებული წვენები და ახლად გამოწურული ხილის წვენები. მნიშვნელოვანია, მცირე პორციებით მიღება, მაგრამ უფრო ხშირად და საკვების სათანადოდ დაღეჭვა საჭმლის მომნელებელ სისტემაზე დატვირთვის შესამცირებლად.

    რა უნდა შეიზღუდოს?

    • რძის პროდუქტები;
    • ხორცის პროდუქტები;
    • დამუშავებული ნახშირწყლები (თეთრი ფქვილის პროდუქტები, თეთრი ბრინჯი) და რაფინირებული მარილი;
    • ნაჯერი ცხიმები (ხორცი და ხორცის პროდუქტები, ყველი, ორცხობილა, შოკოლადი, რაფინირებული ზეთი, მარგარინი);
    • შაქარი და ტკბილეული;
    • ალკოჰოლის შემცველი სასმელები, ყავა და ჩაი (გარდა ხილის და მცენარეული ჩაის), სასმელები, რომლებიც შეიცავს ხელოვნურ საღებავებს და არომატიზატორებს;
    • მზა საკვები და სოუსები (მათ შორის კეტჩუპი და მაიონეზი);
    • შემწვარი, გრილზე შემწვარი, შებოლილი და სანელებლებიანი საჭმელი.

    უზრუნველყავით, რომ თქვენი პარტნიორი მეტად დაკავდეს ფიზიკური აქტივობით

    ამის მისაღწევად საუკეთესო საშუალებაა, ერთად გააკეთოთ ეს!

    ერთად სეირნობა საღამოს...
    ფიზიკური აქტივობისთვის საუკეთესო იდეაა და, ამასთანავე, ერთად გატარებული სასიამოვნი დრო :)

    შაბათ -კვირის გატარება ქალაქგარეთ...
    ისეთი ადგილების მონახულების საუკეთესო საშუალებაა, რომელიც დიდი ხანია არ გინახავთ.

    ველოსიპედით გასეირნება...
    ისეთ ადგილებში, რომლებიც კარგადაა ნაცნობი. შესაძლებელია თქვენს სახლთან ახლოს მყოფი ადგილების მონახულება, რომლის ნახვაც ღირს.

    გიყვართ თხილამურებით სრიალი?
    არ გადადოთ ამ წელს მთაში წასვლა....

    ოჯახური პიკნიკი....
    არის ერთად თამაშის საუკეთესო საშუალება, მაგ. ბადმინტონი, ფეხბურთი, ფრანის გაშვება შვილიშვილთან ერთად.

    რას ფიქრობთ ცეკვაზე?
    ეს გართობის და სპორტის არაჩვეულებრივი ფორმაა. რას იტყვით ცეკვის კურსებზე სიარულზე დიდი ხნის წინ დავიწყებული სვლების გასახსენებლად?